logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 274 470 ჯარისკაცი დაკარგა

21 სექ 202310:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/21/w6w7qrkwy11a22u.jpeg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 274 470 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 4638
  • ჯავშანტექნიკა - 8883
  • საარტილერიო სისტემა - 6137
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 781
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 528
  • თვითმფრინავი - 315
  • ვერტმფრენი - 316
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4850
  • ფრთოსანი რაკეტა - 1479
  • გემი/ნავი - 20
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 8670
  • სპეცტექნიკა - 911

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა