logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 276 270 ჯარისკაცი დაკარგა

25 სექ 202310:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/25/c26o58w8ldgb1xj.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 276 270 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 4667
  • ჯავშანტექნიკა - 8927
  • საარტილერიო სისტემა - 6260
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 791
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 533
  • თვითმფრინავი - 315
  • ვერტმფრენი - 316
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4895
  • ფრთოსანი რაკეტა - 1518
  • გემი/ნავი - 20
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 8746
  • სპეცტექნიკა - 918

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა