logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 277 660 ჯარისკაცი დაკარგა

29 სექ 202314:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/29/sxc9oxnhuyi4g1v.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 277 660 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.  

  • ტანკი - 4687
  • ჯავშანტექნიკა - 8972
  • საარტილერიო სისტემა - 6409
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 794
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 536
  • თვითმფრინავი - 315
  • ვერტმფრენი - 316
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4991
  • ფრთოსანი რაკეტა - 1529
  • გემი/ნავი - 20
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 8836
  • სპეცტექნიკა - 930

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა