logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 278 570 ჯარისკაცი დაკარგა

01 ოქტ 202310:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/01/qcoiaq1bzw7bu3z.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 278 570 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 4702
  • ჯავშანტექნიკა - 8991
  • საარტილერიო სისტემა - 6477
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 798
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 537
  • თვითმფრინავი - 316
  • ვერტმფრენი - 316
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 5043
  • ფრთოსანი რაკეტა - 1529
  • გემი/ნავი - 20
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 8883
  • სპეცტექნიკა - 933

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა