logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 279 080 ჯარისკაცი დაკარგა

02 ოქტ 202310:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/02/d20ger4zengb9v9.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 279 080 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 4717
  • ჯავშანტექნიკა - 9000
  • საარტილერიო სისტემა - 6525
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 801
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 540
  • თვითმფრინავი - 316
  • ვერტმფრენი - 316
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 5061
  • ფრთოსანი რაკეტა - 1529
  • გემი/ნავი - 20
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 8909
  • სპეცტექნიკა - 938

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა