უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 281 700 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 4800
- ჯავშანტექნიკა - 9102
- საარტილერიო სისტემა - 6688
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 808
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 541
- თვითმფრინავი - 315
- ვერტმფრენი - 316
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 5185
- ფრთოსანი რაკეტა - 1530
- გემი/ნავი - 20
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 9073
- სპეცტექნიკა - 956
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.