logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 346 070 ჯარისკაცი დაკარგა

17 დეკ 202311:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/17/n2n7cxnb24tqulw.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 346 070 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 5739
  • ჯავშანტექნიკა - 10692
  • საარტილერიო სისტემა - 8137
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 923
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 609
  • თვითმფრინავი - 324
  • ვერტმფრენი - 324
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 6278
  • ფრთოსანი რაკეტა - 1610
  • გემი/ნავი - 22
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 10766
  • სპეცტექნიკა - 1194

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა