logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 364 730 ჯარისკაცი დაკარგა

07 იან 202415:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/07/da34hdgk9sci7oh.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 364 730 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 6022
  • ჯავშანტექნიკა - 11180
  • საარტილერიო სისტემა - 8653
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 951
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 637
  • თვითმფრინავი - 329
  • ვერტმფრენი - 324
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 6811
  • ფრთოსანი რაკეტა - 1786
  • გემი/ნავი - 23
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 11 523
  • სპეცტექნიკა - 1327

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა