უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 43 000 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 1846
- ჯავშანტექნიკა - 4070
- საარტილერიო სისტემა - 974
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 261
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 134
- თვითმფრინავი - 232
- ვერტმფრენი - 193
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 772
- ფრთოსანი რაკეტა - 185
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3018
- გემი/ნავი - 15
- სპეცტექნიკა - 90
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.