logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 45 400 ჯარისკაცი დაკარგა

22 აგვ 202211:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/22/feh1rzqq9rhcc2e.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 45 400 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 1919
  • ჯავშანტექნიკა - 4230
  • საარტილერიო სისტემა - 1032
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 266
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 145
  • თვითმფრინავი - 234
  • ვერტმფრენი - 198
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 815
  • ფრთოსანი რაკეტა - 194
  • გემი/ნავი - 15
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3149
  • სპეცტექნიკა - 99

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა