უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 45 700 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 1924
- ჯავშანტექნიკა - 4243
- საარტილერიო სისტემა - 1036
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 266
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 147
- თვითმფრინავი - 234
- ვერტმფრენი - 199
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 819
- ფრთოსანი რაკეტა - 196
- გემი/ნავი - 15
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3160
- სპეცტექნიკა - 99
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.