logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 47 100 ჯარისკაცი დაკარგა

29 აგვ 202210:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/29/fqyv34krqfyfixr.jpg

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 47 100 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 350 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.

მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს:

  • 1947 ტანკს,
  • 4269 ჯავშანმანქანას,
  • 1060 საარტილერიო სისტემას,
  • 279 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას,
  • 149 საჰაერო თავდაცვის სისტემას,
  • 234 თვითმფრინავს,
  • 203 ვერტმფრენს,
  • 3188 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს,
  • 828 უპილოტო საფრენ აპარატს,
  • 101 ერთეულ სპეცტექნიკას,
  • 196 ფრთოსან რაკეტას.
 

close დახურვა