logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 47 550 ჯარისკაცი დაკარგა

30 აგვ 202211:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/30/5q3ngu9912tm2ei.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 47 550 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 1954
  • ჯავშანტექნიკა - 4294
  • საარტილერიო სისტემა - 1079
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 282
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 151
  • თვითმფრინავი - 234
  • ვერტმფრენი - 204
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 847
  • ფრთოსანი რაკეტა - 196
  • გემი/ნავი - 15
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3217
  • სპეცტექნიკა - 103

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა