logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 48 350 ჯარისკაცი დაკარგა

01 სექ 202211:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/01/ra8d69m0xqnjq6h.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 48 350 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 1997
  • ჯავშანტექნიკა - 4345
  • საარტილერიო სისტემა - 1115
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 287
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 153
  • თვითმფრინავი - 234
  • ვერტმფრენი - 205
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 851
  • ფრთოსანი რაკეტა - 196
  • გემი/ნავი - 15
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3239
  • სპეცტექნიკა - 104

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა