უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 49 800 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 2068
- ჯავშანტექნიკა - 4459
- საარტილერიო სისტემა - 1157
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 294
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 156
- თვითმფრინავი - 236
- ვერტმფრენი - 206
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 867
- ფრთოსანი რაკეტა - 205
- გემი/ნავი - 15
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3286
- სპეცტექნიკა - 107
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.