logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 51 250 ჯარისკაცი დაკარგა

08 სექ 202211:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/08/htfbkzfpjo25p8x.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 51 250 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 2112
  • ჯავშანტექნიკა - 4557
  • საარტილერიო სისტემა - 1226
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 305
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 159
  • თვითმფინავი - 239
  • ვერტმფრენი - 210
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 884
  • ფრთოსანი რაკეტა - 214
  • გემი/ნავი - 15
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3344
  • სპეცტექნიკა - 110

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა