უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 51 900 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სახედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 2122
- ჯავშანტექნიკა - 4575
- საარტილერიო სისტემა - 1237
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 306
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 159
- თვითმფრინავი - 239
- ვერტმფრენი - 211
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 888
- ფრთოსანი რაკეტა - 214
- გემი/ნავი - 15
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3399
- სპეცტექნიკა - 114
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.