logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 52 950 ჯარისკაცი დაკარგა

12 სექ 202211:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/12/9iax9xeywhid6ph.png

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 52 950 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 2168
  • ჯავშანტექნიკა - 4640
  • საარტილერიო სისტემა - 1269
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 311
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 162
  • თვითმფრინავი - 243
  • ვერტმფრენი - 213
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 903
  • ფრთოსანი რაკეტა - 216
  • გემი/ნავი - 15
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3463
  • სპეცტექნიკა - 117

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა