logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 54 050 ჯარისკაცი დაკარგა

16 სექ 202211:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/16/7fkjw6vhmd95m7f.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 54 050 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 2199
  • ჯავშანტექნიკა - 4690
  • საარტილერიო სისტემა - 1302
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 312
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 168
  • თვითმფრინავი - 250
  • ვერტმფრენი - 216
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 908
  • ფრთოსანი რაკეტა - 233
  • გემი/ნავი - 15
  • სატრანსპორტო საშუალება  და საწვავის ავზი - 3550
  • სპეცტექნიკა - 121

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა