logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 54 810 ჯარისკაცი დაკარგა

20 სექ 202211:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/20/du5bssulm7tc4y9.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 54 810 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 2216
  • ჯავშანტექნიკა - 4724
  • საარტილერიო სისტემა - 1323
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 318
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 168
  • თვითმფრინავი - 252
  • ვერტმფრენი - 217
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 925
  • ფრთოსანი რაკეტა - 239
  • გემი/ნავი - 15
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3587
  • სპეცტექნიკა - 125

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა