უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 56 700 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 2275
- ჯავშანტექნიკა - 4832
- საარტილერიო სისტემა - 1368
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 328
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 171
- თვითმფრინავი - 259
- ვერტმფრენი - 220
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 966
- ფრთოსანი რაკეტა - 241
- გემი/ნავი - 15
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3701
- სპეცტექნიკა - 130
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.