უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა უკრაინაში 57 200 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 2290
- ჯავშანტექნიკა - 4857
- საარტილერიო სისტემა - 1369
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 330
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 172
- თვირმფრინავი - 260
- ვერტმფრენი - 224
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 970
- ფრთოსანი რაკეტა - 241
- გემი/ნავი - 15
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3711
- სპეცტექნიკა - 131
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.