უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 60 110 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 2377
- ჯავშანტექნიკა - 4975
- საარტილერიო სისტემა - 1405
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 337
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 176
- თვითმფრინავი - 264
- ვერტმფრენი - 227
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1015
- ფრთოსანი რაკეტა - 246
- გემი/ნავი - 15
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3796
- სპეცტექნიკა - 131
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.