logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 62 060 ჯარისკაცი დაკარგა

08 ოქტ 202215:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/08/193cfzukojfr4n7.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 62 060 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 2472
  • ჯავშანტექნიკა - 5111
  • საარტილერიო სისტემა - 1459
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 345
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 180
  • თვითმფრინავი - 266
  • ვერტმფრენი - 234
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1079
  • ფრთოსანი რაკეტა - 246
  • გემი/ნავი - 15
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3875
  • სპეცტექნიკა - 136

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა. 


close დახურვა