უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 62 500 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 2486
- ჯავშანტექნიკა - 5133
- საარტილერიო სისტემა - 1477
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 348
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 180
- თვითმფრინავი - 266
- ვერტმფრენი - 235
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1086
- ფრთოსანი რაკეტა - 247
- გემი/ნავი - 15
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3890
- სპეცტექნიკა - 136
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.