უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 64 300 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 2521
- ჯავშანტექნიკა - 5172
- საარტილერიო სისტემა - 1566
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 362
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 186
- თვითმფრინავი - 268
- ვერტმფრენი - 240
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1199
- ფრთოსანი რაკეტა - 316
- გემი/ნავი - 16
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3944
- სპეცტექნიკა - 142
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.