logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 64 700 ჯარისკაცი დაკარგა

15 ოქტ 202212:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/15/7zguhzcton4u78w.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 64 700 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 2524
  • ჯავშანტექნიკა - 5179
  • საარტილერიო სისტემა - 1582
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 365
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 186
  • თვითმფრინავი - 268
  • ვერტმფრენი - 242
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1210
  • ფრთოსანი რაკეტა - 316
  • გემი/ნავი - 16
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3951
  • სპეცტექნიკა - 142

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა