logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 65 000 ჯარისკაცი დაკარგა

16 ოქტ 202210:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/16/y22s4szq04g27fu.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 65 000 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 2529
  • ჯავშანტექნიკა - 5193
  • საარტილერიო სისტემა - 1589
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 365
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 186
  • თვითმფრინავი - 268
  • ვერტმფრენი - 242
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1224
  • ფრთოსანი რაკეტა - 316
  • გემი/ნავი - 16
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3959
  • სპეცტექნიკა - 143

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა


close დახურვა