logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 65 850 ჯარისკაცი დაკარგა

18 ოქტ 202211:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/18/6oy09381xnyzev5.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 65 850 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმხა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 2548
  • ჯავშანტექნიკა - 5219
  • საარტილერიო სისტემა - 1622
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 372
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 188
  • თვითმფრინავი - 268
  • ვერტმფრენი - 242
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1276
  • ფრთოსანი რაკეტა - 318
  • გემი/ნავი - 16
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3985
  • სპეცტექნიკა - 144

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა