უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 66 750 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 2573
- ჯავშანტექნიკა - 5258
- საარტილერიო სისტემა - 1648
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 372
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 189
- თვითმფრინავი - 269
- ვერტმფრენი - 243
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1325
- ფრთოსანი რაკეტა - 329
- გემი/ნავი - 16
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4006
- სპეცტექნიკა - 147
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.