logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 67 470 ჯარისკაცი დაკარგა

23 ოქტ 202210:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/23/5zvggqy07dl6o9e.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 67 470 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 2584
  • ჯავშანტექნიკა - 5284
  • საარტილერიო სისტემა - 1667
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 374
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 189
  • თვითმფრინავი - 270
  • ვერტმფრენი - 245
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1361
  • ფრთოსანი რაკეტა - 350
  • გემი/ნავი - 16
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4039
  • სპეცტექნიკა - 148

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა