logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 67 940 ჯარისკაცი დაკარგა

24 ოქტ 202211:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/24/m6bpm0ilbwd6o86.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 67 940 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 2590
  • ჯავშანტექნიკა - 5295
  • საარტილერიო სისტემა - 1673
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 375
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 189
  • თვითმფრინავი - 270
  • ვერტმფრენი - 245
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1370
  • ფრთოსანი რაკეტა - 350
  • გემი/ნავი - 16
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4044
  • სპეცტექნიკა - 149

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა