logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 68 420 ჯარისკაცი დაკარგა

25 ოქტ 202210:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/25/6umbar4wgn1a9th.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 68 420 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 2611
  • ჯავშანტექნიკა - 5321
  • საარტილერიო სისტემა - 1674
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 377
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 190
  • თვითმფრინავი - 271
  • ვერტმფრენი - 248
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1372
  • ფრთოსანი რაკეტა - 350
  • გემი/ნავი - 16
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4054
  • სპეცტექნიკა - 149

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა