უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 69 700 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 2640
- ჯავშანტექნიკა - 5378
- საარტილერიო სისტემა - 1698
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 379
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 192
- თვითმფრინავი - 272
- ვერტმფრენი - 251
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1401
- ფრთოსანი რაკეტა - 351
- გემი/ნავი - 16
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4088
- სპეცტექნიკა - 151
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.