logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 71 820 ჯარისკაცი დაკარგა

31 ოქტ 202212:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/31/0vyn65pope7iqt1.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 71 820 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 2686
  • ჯავშანტექნიკა - 5485
  • საარტილერიო სისტემა - 1728
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 383
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 197
  • თვითმფრინავი - 275
  • ვერტმფრენი - 253
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1413
  • ფრთოსანი რაკეტა - 352
  • გემი/ნავი - 16
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4128
  • სპეცტექნიკა - 154

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა