უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 72 470 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 2698
- ჯავშანტექნიკა - 5501
- საარტილერიო სისტემა - 1730
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 383
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 197
- თვითმფრინავი - 276
- ვერტმფრენი - 257
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1415
- ფრთოსანი რაკეტა - 397
- გემი/ნავი - 16
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4143
- სპეცტექნიკა - 154
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.