უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 76 460 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 2771
- ჯავშანტექნიკა - 5630
- საარტილერიო სისტემა - 1782
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 391
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 202
- თვითმფრინავი - 277
- ვერტმფრენი - 260
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1472
- ფრთოსანი რაკეტა - 399
- გემი/ნავი - 16
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4199
- სპეცტექნიკა - 157
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.