logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 80 860 ჯარისკაცი დაკარგა

13 ნოე 202210:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/13/7acx1pc949tvh8q.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 80 860 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 2840
  • ჯავშანტექნიკა - 5742
  • საარტილერიო სისტემა - 1837
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 393
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 206
  • თვითმფრინავი - 278
  • ვერტმფრენი - 261
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1507
  • ფრთოსანი რაკეტა - 399
  • გემი/ნავი - 16
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4295
  • სპეცტექნიკა - 160

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა