უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 83 460 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 2879
- ჯავშანტექნიკა - 5808
- საარტილერიო სისტემა - 1865
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 393
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 209
- თვითმფრინავი - 278
- ვერტმფრენი - 261
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1536
- ფრთოსანი რაკეტა - 480
- გემი/ნავი - 16
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4366
- სპეცტექნიკა - 161
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.