უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 97 270 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 2980
- ჯავშანტექნიკა - 5952
- საარტილერიო სისტემა - 1946
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 410
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 211
- თვითმფრინავი - 281
- ვერტმფრენი - 264
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1648
- ფრთოსანი რაკეტა - 592
- გემი/ნავი - 16
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4563
- სპეცტექნიკა - 172
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.