უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 98 800 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 2988
- ჯავშანტექნიკა - 5969
- საარტილერიო სისტემა - 1953
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 410
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 212
- თვითმფრინავი - 281
- ვერტმფრენი - 264
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1657
- ფრთოსანი რაკეტა - 653
- გემი/ნავი - 16
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4592
- სპეცტექნიკა - 175
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.