logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: რუსები დონეცკის რეგიონში შეტევის დროებით შეჩერების ბრძანებას იღებენ

13 ოქტ 202211:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/13/zf6ubs8fwoetm17.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, დონეცკის რეგიონში რუსული ქვედანაყოფები უმაღლესი ხელმძღვანელობისგან იღებენ ბრძანებას შეტევის დროებითი შეჩერების შესახებ. ინფორმაციას გენშტაბი Facebook-ზე ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, ამ ბრძანების გაცემის მთავარი მიზეზი მობილიზებულთა უკიდურესად დაბალი მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა და დეზერტირობის მრავალი ფაქტია. ასევე, ერთ-ერთი მიზეზი მობილიზებულთა მხრიდან საბრძოლო ბრძანებების დაუმორჩილებლობაა.

"საბრძოლო მოქმედებების ძირითად მიმართულებებზე, განსაკუთრებით დონბასის რეგიონში, მტრის ქვედანაყოფებმა დაიწყეს უმაღლესი ხელმძღვანელობისგან ბრძანებების მიღება შეტევითი მოქმედებების დროებით შეჩერების შესახებ", - აცხადებენ გენშტაბში.

როგორც ცნობილია, გასულ დღე-ღამეში ოკუპანტებმა დონეცკის ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებზე 7 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ბოლო 24 საათში მტერმა 6 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა - 4 ლიმანში, 2 კი ტერნში. დაშავდა 1 ადამიანი.

ასევე, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები ცდილობენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე პოზიციების შენარჩუნებას, ასევე კონცენტრირებულნი არიან უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევების მოგერიებაზე და აქვთ მცდელობა, განახორციელონ შეტევითი მოქმედებები


close დახურვა