logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: რუსებმა ხარკოვთან ფოსფორის საბრძოლო მასალები გამოიყენეს

05 ივნ 202210:58
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ხარკოვთან, ჩერკასი ტიჩკის დასახლებაში ფოსფორის საბრძოლო მასალები გამოიყენა. 

ხარკოვის მიმდებარე ტერიტორიების დაბომბვა გრძელდება. 

გარდა ამისა, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით: 

  • სლავიანსკთან რუსმა სამხედროებმა გადაჯგუფება დაასრულეს. ისინი ​დოვგენკოეს ​მიმართულებით მიიწევენ. 
  • დონეცკის მიმართულებით, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის რაიონებში რუსული არმია ცდილობს, ალყაში მოაქციოს უკრაინელი სამხედროები. მიმდინარეობს შეტევა სევეროდონეცკზე
  • რუსები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებენ. სიმაღლეების ხელში ჩაგდების მიზნით, რუსული არმია ცდილობს დაიწყოს შეტევა მიკოლაევის მიმართულებით. 
  • გენშტაბის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით, უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს 5 შეტევა, გაანადგურეს 3 ტანკი, 4 საარტილერიო სისტემა, 11 ჯავშანტრანსპორტიორი და 26 მანქანა. 
  • ლიმანსკის მიმართულებით, რუსეთი ახორციელებს შეტევას სვიატოგორსკის მიმართულებით, ცდილობს უკრაინულ ჯარებს დაახევინოს მდინარე სევერსკი დონეცის მარჯვენა სანაპირომდე;
  • იუჟნობუჟის მიმართულებით დანაღმული იყო მდინარე ინგულეცის სანაპირო.
  • მიკოლაევის მიმართულებით რუს სამხედროებს სურთ, დაიბრუნონ დაკარგული პოზიციები სუხოი სტავკასა და ლოზოვოიეს ტერიტორიაზე.
  • გენშტაბი აცხადებს, რომ რუსებმა მიკოლაევში მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო Ka 52 საბრძოლო ვერტმფრენი, სამი უპილოტო საფრენი აპარატი, ასევე, თვითმფრინავი - სავარაუდოდ სუ-34 და ოთხი საკრუიზო რაკეტა "კალიბრი".
  • არსებობს საჰაერო დარტყმის საფრთხე ბელარუსიდან. ბრესტის რაიონში, უკრაინის საზღვართან 11 ივნისამდე "წვრთნები"მიმდინარეობს.
  • რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებს სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებში. 

close დახურვა