logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: რუსეთი უკრაინაში ახლადჩამოყალიბებული ქვედანაყოფების გაგზავნას აჩერებს

13 სექ 202200:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/13/n3fzwkkscndrxe6.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო სარდლობა უკრაინაში ახლადჩამოყალიბებული ქვედანაყოფების გაგზავნას აჩერებს.

"ამჟამინდელმა მდგომარეობამ საბრძოლო მოქმედებების თეატრში და უმაღლესი სარდლობის მიმართ უნდობლობამ აიძულა მოხალისეთა დიდი რაოდენობა, კატეგორიულად ეთქვათ უარი საბრძოლო პირობებში სამსახურის პერსპექტივაზე", - აცხადებენ გენშტაბში.

მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვითარებაზე გავლენას ახდენს ინფორმაცია რუსი დაღუპული სამხედროების რაოდენობის შესახებ, რომელშიც არ მოიაზრება კერძო სამხედრო კომპანიებისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მობილიზებულთა დანაკარგები.

გარდა ამისა, გენშტაბში ამბობენ, რომ რუსეთიდან ახალი დანაყოფების გაგზავნასთან დაკავშირებით სიტუაცია დაჭრილების მიმართ რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულების გამოც რთულდება.


close დახურვა