logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ომში ტამბოვიდან 400 პატიმარი გაგზავნა

19 სექ 202211:22
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/19/lff3z7dbumc13do.jpg
Генеральний штаб ЗСУ

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი ადამიანური და მატერიალური რესურსების მნიშვნელოვანი დეფიციტის შესავსებად არასტანდარტულ გზებს  იყენებს. უკრაინის ქვედანაყოფებში ბრძოლის გასაძლიერებლად რუსეთმა ქალაქ ტამბოვიდან 400 პატიმარი გაგზავნა. ისინი სხვადასხვა დანაშუალებისთვის იხდიდნენ სასჯელს.

კრასნოდარის ოლქში "ავღანელი მეომრების" საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ადგილობრივი მოსახლეობისგან ფულის შეგროვება დაევალათ. ამ თანხით ისინი აპირებენ რეგიონალური მოხალისეთა ბატალიონისთვის თბილი ნივთების შეძენას. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები მიკოლაივკას  და ბახმუტის რაიონებში.

უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 21 დარტყმა მიაყენა  მტრის ცოცხალი ძალების ფოკუსირებისა და დამხმარე პუნქტების 16 უბანს და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების 5 პოზიციას. 

"მოწინააღმდეგე აგრძელებს ძალისხმევის ფოკუსირებას დონეცკის ოლქის სრული ოკუპაციის, ოკუპირებული ტერიტორიების თავდაცვის ორგანიზების, აგრეთვე თავდაცვის ძალების აქტიური მოქმედებების ცალკეული მიმართულებით ჩაშლაზე."- წერს უკრაინის გენშტაბი. 

გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, კანონებისა და ომის წესების დარღვევით.


close დახურვა