უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, არტილერიის დახმარებით რუსეთი სევეროდონეცკს უტევს და ცდილობს, ქალაქის ცენტრში გამაგრდეს.
სლავიანსკის რაიონში რუსული არმია ცდილობს, კონტროლი დაამყაროს დასახლება ბოგოროდიჩნოიზე და შექმნას სლავნიაკსზე შეტევის პირობები.
უკრაინული გენშტაბი აცხადებს, რომ ომის დაწყების დღიდან 1434 ტანი, 3503 ჯავშანმანქანა, 721 საარტილერიო სისტემა, 588 დრონი გაანადგურეს. დაღუპული რუსი ჯარისკაცების რიცხვი კი 32 500-ს მიუახლოვდა.