logo
ENG



უკრაინის გენშტაბი: წელს ბელარუსის ტერიტორიიდან თავდასხმების მუქარა გაგრძელდება

12 იან 202317:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/12/pf8pedjfzlaeg48.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის, ალექსეი გრომოვის განცხადებით, წელს ბელარუსის ტერიტორიიდან თავდასხმების მუქარა გაგრძელდება.

"ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის წინააღმდეგ რუსული სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების დარტყმის საფრთხე იზრდება და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბელარუსის მხრიდან სახმელეთო შეტევის რისკი ასევე შენარჩუნდება წლის განმავლობაში.

მოსალოდნელია ოპერატიულ-ტაქტიკური თვითმფრინავების გადატანა ბელარუსის აეროდრომებზე", - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ.

უკრაინის ცნობით, ბელარუსია რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან ეხმარება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სწორედ ბელარუსიდან შეიუტიეს რუსი ოკუპანტების პირველმა ტანკებმა უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებს. ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ რუსული ავიაცია მუდმივად იყენებს ბელარუსის საჰაერო სივრცეს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმისთვის.


close დახურვა