logo
ENG



უკრაინის გენშტაბის თქმით, გუშინ რუსეთმა უკრაინაში 150 ჯარისკაცი დაკარგა

23 აგვ 202211:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/23/44k7piqhc50a46r.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გუშინ რუსეთმა უკრაინაში 150 ჯარისკაცი დაკარგა, ომის დაწყებიდან დღემდე კი 45 550.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 1921
  • ჯავშანტექნიკა - 4238
  • საარტილერიო სისტემა - 1033
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 266
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 146
  • თვითმფრინავი - 234
  • ვერტმფრენი - 198
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 817
  • ფრთოსანი რაკეტა - 196
  • გემი/ნავი - 15
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3150
  • სპეცტექნიკა - 99

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა