უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გუშინ რუსეთმა უკრაინაში 200 ჯარისკაცი დაკარგა, ომის დაწყებიდან დღემდე კი 43 200.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
- ტანკი - 1849
- ჯავშანტექნიკა - 4108
- საარტილერიო სისტემა - 975
- ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 261
- საჰაერო თავდაცვის სისტემა - 136
- თვითმფრინავი - 233
- ვერტმფრენი - 193
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 778
- ფრთოსანი რაკეტა - 185
- სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 3021
- გემი/ნავი - 15
- სპეცტექნიკა - 90
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.