logo
ENG



უკრაინის გენშტაბის თქმით, რუსებმა აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე რეგიონში უკან დაიხიეს

03 ივნ 202213:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/03/w5b5sq7hwmr61lk.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში, რუსეთის მხრიდან სულ მცირე 5 თავდასხმა მოიგერიეს.

უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ რუსული ძალები დონეცკის მიმდებარე ორ რეგიონში სადაზვერვო ჯგუფების დახმარებით შეტაკებებს ცდილობდნენ, მაგრამ ისინი აღნიშნავენ, რომ შეტევა წარუმატებელი იყო და რუსულმა ჯარებმა უკან დაიხიეს.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთის 150-ე მოტომსროლელი დივიზიის ზოგიერთმა ქვედანაყოფმა პოპასნას მიმდებარე ტერიტორიაზე, სევეროდონეცკიდან სამხრეთ-დასავლეთით 50 კილომეტრში, პერსონალის, იარაღისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა.

უკრაინის გენშტაბი აღნიშნავს, რომ სლოვიანსკის რეგიონში, სევეროდონეცკის დასავლეთით და ქალაქ ბახმუტში რუსეთის მხრიდან თავდასხმების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.


close დახურვა